რუსეთის პატრიარქი კირილი - არავითარი გამართლება არ ექნება პოლიტიკური მიზნებისთვის ეკლესიის ერთიანობის რღვევას

მართლმადიდებელი ეკლესია დღეისთვის წარმოადგენს სულიერ საფუძველს რუსეთისთვის, ბელარუსისთვის, უკრაინისა და ყველა სლავური და არა მხოლოდ სლავური ქვეყნისთვის და არავითარი გამართლება არ ექნება საეკლესიო ერთიანობის რღვევას, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების გამო. ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა, რომელმაც საკვირაო წირვა ბელარუსში აღავლინა.

მისი თქმით, მართლმადიდებლობის ამ დიდი ნიჭის განმტკიცება აუცილებელია. რუსეთის პატრიარქმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი დაყოფა, ქრისტესთან ერთობის დარღვევა ნებისმიერი პოლიტიკური, სოციალური ან სხვა ადამიანური მიზნების გამო, წარმოადგენს დაყოფას და ვერ იქნება გამართლებული.

„ეს არის ნამდვილი კატასტროფა, რადგან ადამიანს ართმევს ყველაზე მთავარს - ღმერთთან ურთიერთობას“, - აღნიშნა კირილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა