დმიტრო კულება - არ შეგვიძლია, პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია

დმიტრო კულება - არ შეგვიძლია, პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან, ის არ ასრულებს იმას, რასაც საუბრობს.

როგორც კულება აცხადებს, როდესაც პუტინი ამბობს, რომ სავაჭრო გზებს თავდასხმისთვის არ გამოიყენებს, მისი სიტყვები ცარიელია.

„პუტინი ამბობს, რომ ის სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია“, - წერს კულება „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, „Известия“-მ მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა შეათანხმეს.