სერგეი ლავროვი - რაც უფრო გრძელი იქნება უკრაინისთვის მიწოდებული სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი, მით უფრო მეტად დავახევინეთ ნაცისტებს უკან

სერგეი ლავროვი - რაც უფრო გრძელი იქნება უკრაინისთვის მიწოდებული სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი, მით უფრო მეტად დავახევინეთ ნაცისტებს უკან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო რუსეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

"რაც უფრო გრძელი იქნება უკრაინისთვის მიწოდებული სარაკეტო სისტემების მოქმედების რადიუსი, მით უფრო მეტად დავახევინებთ ნაცისტებს იმ ხაზიდან, საიდანაც შეიძლება მომდინარეობდეს საფრთხეები რუსულენოვანი მოსახლეობისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ", - განაცხადა ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემების პირველ პარტიას გააგზავნის.