ლატვიაში რუსული არხების ტრანსლირება იკრძალება

ლატვიაში რუსული არხების ტრანსლირება იკრძალება

9 ივნისიდან ლატვიაში ყველა რუსული არხის მაუწყებლობა იკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ მიიღო.

„გადაწყვეტილია აიკრძალოს 80 რუსული ტელეარხის რეტრანსლირება ლატვიის ტერიტორიაზე. მათ არ შეუძლიათ ლატვიის ტერიტორიაზე დაბრუნება, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას.

ტელეარხები ლატვიის საინფორმაციო ველიდან 9 ივნისიდან გაითიშება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ივარს ობოლინიშის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ საკანონმდებლო ნორმაზე დაფუძნებით მიიღეს.

საკანონმდებლო ნორმა გულისხმობს, რომ ლატვიაში არ შეიძლება მუშაობდეს ტელეარხები დარეგისტრირებული ქვეყანაში, რომელიც ემუქრება სხვა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამ დრომდე ლატვიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 80 რუსული ტელეარხის ყურება იყო შესაძლებელი.