საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ

საქართველოში, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული შემთხვევის გარდა, დაკვირვება მიმდინარეობდა „მაიმუნის ყვავილის“ კიდევ ერთ სავარაუდო შემთხვევაზე, რა დროსაც, ინფექცია არ დადასტურდა.

„მოგეხსენებათ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე ჩვენთან ზედამხედველობა გაძლიერდა. „მაიმუნის ყვავილისთვის“ ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი გამონაყარია.

ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ცირკულარი სამედიცინო დაწესებულებებს დაეგზავნათ. ცირკულარში ჩამოყალიბებული იყო რომელს უნდა დაარქვან სავარაუდო შემთხვევა, რომელს დადასტურებული და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სადაც ექიმი ჩათვლის, რომ შესაძლოა საქმე გვქონდეს სავარაუდო შემთხვევასთან, ეს მასალა უნდა გამოიგზავნოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში კველევისთვის. ასეთი ერთი უკვე იყო, სადაც ჩატარდა კვლევა და უარყოფითი იყო. არის მეორე, რომელიც კვლევაშია“,-აღნიშნავს გამყრელიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო