რუსეთმა აშშ-ის მოქალაქეების სასანქციო სიას კიდევ 61 პირი დაამატა

რუსეთმა აშშ-ის მოქალაქეების სასანქციო სიას კიდევ 61 პირი დაამატა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს მოქალაქეებისთვის სასანქციო სია გააფართოვა და მას კიდევ 61 ადამიანი დაამატა, მათ შორის აშშ-ს ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრები. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სასანქციო სიაში შედის ამერიკის ენერგეტიკის მინისტრი ჯენიფერ გრანჰოლმი, ხაზინის მდივანი ჯანეტ იელენი, Fitch Group-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი პოლ ტეილორი და Moody's-ის აღმასრულებელი დირექტორი რობ ფაუბერი.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 963 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა.