ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა - ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თავისუფლებისა და ღირებულებებისთვის ბრძოლის მზაობა უკრაინელების ხასიათის თვისებაა.

როგორც ქვეყნის პირველმა პირმა „ტელეგრამის“ გვერდზე განაცხადა, არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას, თუმცა მათ ეს აჩვენეს.

„უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა. ჩვენ არ დავნებდით რუსეთს. ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძლიერებით მეორე ჯარად ითვლებოდა მსოფლიოში. არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას. მაგრამ ეს მასშტაბი არის და ეს ჩვენი ხასიათის თვისებაა - მზაობა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს