ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც მედიისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო

საპარლამენტო ოპოზიციის შეთავაზება, რომელიც მედიისთვის საგადასახადო შეღავათების შემოღებას ითვალისწინებდა, პარლამენტმა ჩააგდო.

“ლელოს“ დეპუტატების მიერ მომზადებულ “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრისას, შედეგით - 26-მომხრე, 19-წინააღმდეგი ჩავარდა.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული მაუწყებლები - 3 წლით, ხოლო ადგილობრივი მაუწყებლები 6 წლით მოგების გადასახადისა და დღგ-საგან თავისუფლდებოდნენ. გარდა ამისა, პროექტით, მოგების გადასახადისგან - 6 წლით, ხოლო დღგ-საგან მუდმივად გათავისუფლდება იყო გათვალისწინებული ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის შემთხვევაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს