"სტრატეგია აღმაშენებლისა" და „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები საფრანგეთის ელჩს შეხვდნენ

„სტრატეგია აღმაშენებლის" და „რესპუბლიკური პარტიის" ლიდერები საფრანგეთის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს შეხვდნენ.

საფრანგეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გაიმართა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, შეხვედრაზე ელჩის მხრიდან გაჟღერდა საფრანგეთის დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში.

ვაშაძის განცხადებით, საფრანგეთი საქართველოს და ქართველ ხალხს განიხილავს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს.

"შეხვედრა შედგა საფრანგეთის ელჩთან ბატონ დიეგო კოლასთან, საკითხი შეეხებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და პერსპექტივებს, საფრანგეთის ელჩმა გააჟღერა საფრანგეთის პოზიციები ამ საკითხთან მიმართებაში, დიეგო კოლასისგან მთავარი გზავნილი იყო, რომ საფრანგეთი საქართველოს და ქართველ ხალხს განიხილავს, როგორც ევროპული ოჯახის ნაწილს", - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო