პაატა მანჯგალაძე - სალომე ზურაბიშვილს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა - საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო

პრეზიდენტს მიანიშნეს, ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნა - საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებელის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა.

პაატა მანჯგალაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეუძლიათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „დაუღრიალონ.“

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, სხვადასხვა საკითხებში ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შესაძლოა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, თუმცა, „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს ეუბნება, რომ ამ განსხვავებული აზრის გამო, დაისჯება.

„კობახიძე პოლიტიკურ ტროლად ჩამოყალიბდა, რადგან არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვთ ამ ადამიანებს, არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ ხალხის წინაშე, უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ლიდერებს და პრემიერ-მინისტრს რომ ვხვდები, შეშინებულები არიან. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პრემიერ-მინისტრი, კობახიძე ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარტიის თავმჯდომარე, პაპუაშვილი ფიქრობს, რომ მას არ აქვს უფლება იყოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იეჭვინოს და არ იფიქროს, რომ ამათმა მართლა დაიჯერეს, რომ ხელისუფლებას მართავენ და მაშინვე მოაშორებენ. თოკით არიან დაბმულები, ძალიან მიშვებულიც არ ჰყავს ბიძინა ივანიშვილს, შეუძლიათ დაუღრიალონ სალომე ზურაბიშვილს. შიგნით არავინ არაფერს არ წყვეტს. მერე დასჯის ბიძინა და ამიტომ თამაშობენ მოკლე დისტანციაში.

პრეზიდენტს მიანიშნეს, რომ როგორც თვითონ არიან არც ისე გრძელი თოკებით მობმული, ისეთივე თოკი გაქვს შენც და ძალიან არ გაგიტკბეს პრეზიდენტად ყოფნაო. არც შენ ხარ პრეზიდენტი, ყველა ერთი კაცის ნებას ვასრულებთ და არ დაგავიწყდეს, რომ ბიძინას წიაღში ყველა ერთი ვართო. განსხვავებული პოზიცია შეიძლება ჰქონდეთ რაღაც საკითხებზე სალომე ზურაბიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ძალიანაც არ გაგიტკბეს ამ განსხვავებული პოზიციებში ყოფნა, თორემ დაისჯებიო. ჩამოგართმევთ ელჩების დანიშვნის ნაწილში დისკრეციას, ასევე სხვა მიმართულებითაც და საერთოდ გამოგკეტავთ სახლში და იქნები ფრანგი პენსიონერიო, ამას ეუბნებიან“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს