ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი „ჰაუბიცა“ გადასცა

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანამ უკრაინას 22 თვითმავალი „ჰაუბიცა“ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „ჰაუბიცებთან“ ერთად, ნორვეგიამ უკრაინას სათადარიგო ნაწილები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობებიც გადასცა.
„ნორვეგიის მთავრობა უსაფრთხოების მიზეზების გამო, შემოწირულების საჯარო გამოცხადებას ელოდა. მომავალი შემოწირულებების შესახებ შესაძლოა, გამოცხადებული არ იყოს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

























