სალომე სამადაშვილი პაპუაშვილს - ტყუილები და სიცრუე "ქართული ოცნების" ხელწერაა და სამწუხაროდ, გამონაკლისი არც თქვენ ხართ!

ტყუილები და სიცრუე "ქართული ოცნების" ხელწერაა და სამწუხაროდ, გამონაკლისი არც თქვენ ხართ! - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს. როგორც მან განაცხადა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ევროპარლამენტის რამდენიმე წევრი არ ჩამოუშვა, მათ შორის “ქართული ოცნების“ პარტნიორი პარტიიდან - "სოციალისტური პარტიიდან".

“ეს არის ის შემადგენლობა ევროპარლამენტარების, რომლებმაც უნდა გამართონ ე.წ. ჟან მონეს სახელობის პოლიტიკური დიალოგი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და რასაც ევროკავშირი ფაქტიურად მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს სთავაზობს. ამ დიალოგის შემოთავაზება საქართველოსთვის გამონაკლისი იყო. თქვენ მაშინ გვარწმუნებდით, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ჟან მონეს დიალოგი შედგებოდა. თქვენ ქალბატონ მეცოლას შეხვდით. მაინტერესებს, როდის იგეგმება ჟან მონეს დიალოგი, თუ იგეგმება?“ - მიმართა სალომე სამადაშვილმა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამადაშვილის კიდევ ერთი კითხვა პრეზიდენტ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში მოწვევას ეხებოდა.

“თქვენ ბრძანეთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსი წინადადებით არ მოუმართავს. ზელენსკიმ ფაქტიურად ყველა დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს მიმართა და ჩვენი ინფორმაციით, ყველა ამ პარლამენტმა მოიწვია ის თავად, სიტყვით გამოსასვლელად. რატომ დაიბლოკა ეს ინიციატივა, იმიტომ ხომ არა, რომ ეს იყო ჩვენი, ოპოზიციის და "ლელოს" ინიციატივა. საერთოდ, თქვენს სტატისტიკაში, რომელიც წარადგინეთ, საერთოდ არ ჩანს, რამდენი წინადადება გაითვალისწინა პარლამენტმა, რომელიც ოპოზიციიდან მოდიოდა? გუშინ კობახიძის გამოსვლასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე? ახალისებს თუ არა მსგავსი გამოსვლები ძალადობას, მათ შორის, ჩვენი კოლეგების წინააღმდეგ? ამ შემთხვევაში თქვენი აზრი მაინტერესებს როგორც პარლამენტის თავმჯდომარის და არა როგორც "ქართული ოცნების" პარტიის სპიკერის“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. პლენარულ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა