ვოლოდიმირ ზელენსკი - ოლაფ შოლცთან საუბრისას ხაზი გავუსვი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი „ტვიტერის" გვერდზე წერს.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ ლიდერებმა საუბრისას უკრაინის დახმარების, სამხედრო ტყვეებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საკითხები განიხილეს.
„მქონდა სატელეფონო საუბარი ოლაფ შოლცთან. განვიხილეთ უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერის გაძლიერებისა და გლობალური სასურსათო უზრუნველყოფის შესახებ საკითხები. რუსეთის ფედერაციის მიერ, სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის საერთაშორისო წესებთან შესაბამისობის შესახებ საკითხი დაისვა. ხაზი გავუსვი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებების მნიშვნელობას", - წერს ზელენსკი.

























