შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდები, გაუხეშდა ენა, გაუხეშდა მედიაში, პოლიტიკაში, პირდაპირ შეურაცხყოფა აღიქმება სიტყვის თავისუფლების პიკად

როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდები, გაუხეშდა ენა, გაუხეშდა მედიაში, პოლიტიკაში, პირდაპირ შეურაცხყოფა აღიქმება სიტყვის თავისუფლების პიკად, რომ თითქოს ყველაფერი „მოსულა“, ვინაიდან ეს არის სიტყვის თავისუფლება, არადა ეს ასე არ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ მოხსენებას უსმენენ.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სიტყვით გამოსვლისას არსებულ ეთიკაზე და სასუბრო ენაზე. მან აღნიშნა, რომ ყველ საკუთარი ეთიკის ფარგლებში უნდა მოქმედებდეს.

“სამწუხარო რეალობა, რომელიც ჩვენი კულტურისთვის დამახასიათებელი არ არის. სამწუხარიდ,მე, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე რასაც ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდები, გაუხეშდა ენა, გაუხეშდა მედიაში, პოლიტიკაში, პირდაპირ შეურაცხყოფა აღიქმება სიტყვის თავისუფლების პიკად, რომ თითქოს ყველაფერი მოსულა, ვინაიდან ეს არის სიტყვის თავისუფლება, არადა ეს ასე არ არის. ეს არის კიდევ ერთი დიდი ტყუილი, რომლის დამკვიდრებას ცდილობს განსაკუთრებით ოპოზიციის ნაწილი, რომ სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადონ ბულინგი, ზიზღის ენა, ადამიანის გაჩუმება და ა.შ. არადა სწორედ ეს არის ბულინგი, ზიზღის ენა, ეს ყველაფერი სწორედ ადამიანის გაჩუმებისთვის ანუ სიტყვის თვისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული. ამიტომ რთულია იმაზე საუბარი, თუ როგორ აღმოვჩნდით აქ და რატომ არის უხეში, მათ შორის, პოლიტიკური დისკუსია. გეტყვით ერთ დაკვირვებას,რაზეც თავის კომენტარში თქვა გია ვოლსკიმ და რაც რამდენიმე წუთშივე დადასტურდა - როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი უმრავლესობის წარმომადგენელს ლექსიკაში ედავებოდა ზუსტად ერთ წუთში იმავე ტერმინოლოგიით დაიწყო შემკობა თავისი ოპონენტების. ერთადერთი, თვითრეფლექსიისკენ მოგიწოდებთ,რა თქმა უნდა, ყველა საკუთარი ეთიკის გაგების და ფარგლებში უნდა მოქმედებდეს”,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა