შალვა პაპუაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს იქცევს ჩიხში - ოპოზიციის ეს ნაწილი და მასთან მყოფი სხვა ჯგუფები, ეფუძნებიან ისეთ პოლიტიკურ კონცეფციას, რომელიც თავისთავად გამორიცხავს რაიმე თანამშრომლობას

სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავს იქცევს ჩიხში. ოპოზიციის ეს ნაწილი და მასთან მყოფი სხვა ჯგუფები, ეფუძნებიან ისეთ პოლიტიკურ კონცეფციას, რომელიც ჩიხურია და რომელიც თავისთავად გამორიცხავს რაიმე თანამშრომლობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას მათი მთავარი კონცეფციის უარყოფით სთავაზობს, რომელიც „ქართული ოცნების“ რუსულ პროექტად მოხსენიებისგან თავის შეკავებასა და არჩევნების შედეგების აღიარებას გულისხმობს.

„უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის წასვლასთან დაკავშირებით ეპოპეას გაგახსენებთ, როდესაც პოზიცია იყო, რომ ყველა პოლიტიკური ჯგუფი უნდა წასულიყო, თითქოს, ეს იყო გადამწყვეტი და თუ ყველა არ იქნება დელეგაციაში, მაშინ არავინ წამოვა და უარს ვიტყვით, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყო განსაკუთრებით ეს. როგორც კი შევთავაზეთ, კი ბატონო ყველა იყოს, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ამ დელეგაციაში ყოფნაზე უარი განაცხადა. რატომ? ამაზე ოდესმე გიპასუხიათ? რატომ განაცხადეთ უარი, თუკი მანამდე საერთო დიალოგისა და მოლაპარაკების ნაწილი იყავით? მარტივია ამის პასუხი. თქვენი კონცეფცია ეფუძნება ორ რამეს, „ქართული ოცნება“ არის რუსული პროექტი და ქართველი ხალხის არჩევანის არ მიღება. ანუ „ქართული ოცნების“ წარმოჩენა, თითქოს, ეს არის რუსული პროექტი და მეორე არჩევნების არ აღიარება. ამ ორ კონცეფციას სანამ არ უარყოფთ, იქამდე, რა თქმა უნდა, ვერ გამოვა თანამშრომლობა. თქვენ ხართ ჩაკეტილები, არა „ქართული ოცნება“. ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელმაც ეს კონცეფცია უარყო და განაგდო, რომ არჩევნები იყო, თითქოს, გაყალბებული, თითქოს, რაღაც რუსული გავლენებია, ყველა ჯგუფთან იმ მომენტშივე შესაძლებელი ხდება კონსტრუქციული თანამშრომლობა და მანამ სანამ თქვენ ამ კონცეფციას არ განაგდებთ, თქვენი მხრიდან ეს იქნება ჩაკეტილი. „ქართული ოცნებისგან“ არ არის პრობლემა, თქვენ ამას კეტავთ და ესეც დილემაა თქვენთვის. თქვენ ამით აჟიტირებთ თქვენს მომხრეებს, თქვენი ლიდერების ნაწილს შეიძლება არც კი სჯეროდეს, როცა ისინი გულში ჩაიხედებიან, მაგრამ ეს არის ის კონცეფცია, რომლითაც ამობილიზებთ თქვენს ამომრჩეველს. მათ ეუბნებით, უჩენთ ზიზღს საკუთარი ქვეყნის მთავრობის მიმართ. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, სადაც ოპოზიცია, მასთან დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ იმას, რომ რაც მეტად შეაზიზღებენ მთავრობას, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მით უფრო კარგი მათთვის. მე ამ ყველაფრიდან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა თანმდევი საკითხებიც არის, მაგრამ ძირეული პრობლემა არის ეს. მანამ, ვიდრე ამ კონცეფციას არ განაგდებთ, რთული იქნება თქვენი მხრიდან რომ ეს ჩიხი, რომელშიც თქვენ საკუთარი თავი და მომხრეები მოაქციეთ, რამენაირად გაარღვიოთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა