ევროკომისიის პრეზიდენტი - სურსათი კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი გახდა და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სურსათი რუსეთის „ტერორის არსენალის“ ნაწილი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება. სტრასბურგში, ევროპარლამენტისთვის მიმართვისას ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა შავი ზღვის უკრაინული პორტების აღდგენის გადაუდებელი აუცილებლობის შესახებ.

„ეს არის პუტინის მიერ, მსოფლიოს ზოგიერთი ყველაზე დაუცველი ქვეყნისა და ხალხის მიმართ ცივი, გულქვა და გათვლილი ბლოკადა. ამიტომ ახლა, პატივცემულო წევრებო, სურსათი ახლა კრემლის ტერორის არსენალის ნაწილი გახდა და ჩვენ ამას ვერ შევეგუებით“, - განუცხადა ლაიენმა ევროპარლამენტის კანონმდებლებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, „ძირითად საკვებ პროდუქტებს არ ეხება“.

„ისინი არ იმოქმედებენ რუსეთსა და მესამე ქვეყნებს შორის მარცვლეულის ან სხვა პროდუქტებით ვაჭრობაზე. პორტების ემბარგოსგან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები სრულად თავისუფალია“, - განაცხადა ლაიენმა, რითაც სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით რუსეთის „დეზინფორმაციას“ გამოეხმაურა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა