ანდერს ფოგ რასმუსენი - უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება, გააგრძელებს მოლდოვაში, საქართველოში

ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა Foreign Policy-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ პუტინი არ უნდა „დავამციროთ“, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

„არა, სრულიად არ ვეთანხმები. პუტინს დამცირებისგან ვერ ვიხსნით. პუტინისთვის სახის შენარჩუნების ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინაში რუსული ჯარების დამარცხება. ამიტომ ჩემი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, რადგან თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება. ის გააგრძელებს მოლდოვაში, საქართველოში და საბოლოოდ ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაზე ზეწოლას მოახდენს. ამიტომ უკრაინელებმა უნდა გაიმარჯვონ. მათ აქვს ბრძოლის ნება და ჩვენი ვალია, მივცეთ მათ ბრძოლის საშუალება“, - განაცხადა რასმუსენმა.

რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანებას, კითხვაზე, დაუშვა თუ არა ნატო-მ შეცდომა, როდესაც უფრო ადრე არ მიიღო უკრაინა ალიანსში, ნატო-ს ყოფილმა მდივანმა აღნიშნა, რომ პირველი შეცდომა მათ 2008 წელს დაუშვეს, უკრაინისა და საქართველოსთვის ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ.

„ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, როდესაც ჩვენ ნატო-ს სამიტი გვქონდა ბუქარესტში, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე და ნატო-ს გაყოფამ პუტინს არასწორი მესიჯი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე თვეში საქართველოს თავს დაესხა 2008 წლის აგვისტოში“, -აღნიშნა რასმუსენმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა