მარია ზახაროვა - რუსული ტელეარხის აკრძალვის შესახებ საფრანგეთის გადაწყვეტილებას მოსკოვი აუცილებლად უპასუხებს

რუსული ტელეარხის აკრძალვის შესახებ საფრანგეთის გადაწყვეტილებას მოსკოვი აუცილებლად უპასუხებს , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებას აუცილებლად მოახდენს მსგავს ქმედებებზე და მათ პასუხი გაეცემათ. ეს სიმპტომი დამახასიათებელია დემოკრატიის დასავლური ნეოლიბერალური მოდელის სწრაფად პროგრესირებადი დაავადებისთვის, რომელიც ანადგურებს წინა მიღწევებს და ანადგურებს ღირებულებებს”, -განაცხადა მან.

ცნობისთვის, საფრანგეთში 3 რუსული არხის Rossiya 24-ის, RTR Planeta-ს და TV Tsentr-ის მაუწყებლობა აიკრძალა. ტელეარხების აკრძალვა შედიოდა ევროკავშირის ახალ სასანქციო სიაშიც, მაგრამ ისინი ევროკავშირის გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აკრძალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა