ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპაში ვიზიტს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპაში ჩასვლას და „დიდი შვიდეულისა“ და ნატოს სამიტებში მონაწილეობას გეგმავს, რომლებზეც რუსეთის აგრესიის პირობებში უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„პრეზიდენტი და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები განიხილავენ მეტ-ნაკლებად აქტუალურ გლობალურ პრობლემებს, მათ შორის, „დიდი შვიდეულის“ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, ეკონომიკისა და დემოკრატიის მდგრადობას, კლიმატური კრიზისის დაძლევას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისს, რუსეთის დამპყრობლურ ომს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ნატოს სამიტზე მადრიდში ლიდერები მხარს დაუჭერენ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც ალიანსის ტრანსფორმაციას მართავს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისსაა დაგეგმილი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს კი, მადრიდი 28-30 ივნისს უმასპინძლებს.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა