სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - უკრაინის ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა - გვესმის, რომ თავისუფლება ტყუილად არავის ეძლევა

ომები სრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუმცა, რუსეთის უკრაინაში ომის შემთხვევაში მოლაპარაკებები, ცხადია, უახლოეს პერიოდში არ გაიმართება. ამიტომ, აშშ ყველაფერს გააკეთებს უკრაინის პოზიციების გასაძლიერებლად. ეს კომენტარი „უკრინფორმთან“ საუბარში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდმა გააკეთა.

„ვფიქრობ, ჯო ბაიდენის კომენტარი იმაზე, რომ დიპლომატია დაასრულებს ომებს, ძალიან მნიშვნელოვანია. მან მოიყვანა პრეზიდენტ ზელენსკის ციტატა, რომელმაც თქვა, რომ ეს ომი დასრულდება დიპლომატიური გზით“, - განაცხადა დონფრიდმა თხოვნაზე, დაეზუსტებინა, როგორი პოზიცია უკავია აშშ-ს უკრაინაში ომის დასრულების საკითხში.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად აღნიშნა, რომ აშშ აკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინის პოზიციები გაამყაროს, როდესაც ის მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება.

„მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებათა ეს მაგიდა, სამწუხაროდ, არ წარმოადგენს უახლოესი პერიოდის საკითხს“ , - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ამავე კონტექსტში მან განაცხადა, რომ ჯერჯერობით, არავითარი ნიშნები არ ჩანს, რომ რუსეთი კეთილსინდისიერ დიალოგს აწარმოებს.

„უკრაინის ბრძოლა - ჩვენი ბრძოლაა. ეს არის ყველა ჩვენგანის ბრძოლა დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ დავიკავებთ კურსს უკრაინელ ხალხთან ერთად, რადგან გვესმის, რომ თავისუფლება ტყუილად არავის ეძლევა“, - განაცხადა დონფრიდმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა