ანდრიუს კუბილიუსი - მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ოფიციალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის მიზანმიმართული პოლიტიკის მსხვერპლი

ჩვენ გვინდა, ქართველი ხალხი ჩვენი კავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის. ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე.

„რატომ განვიხილავთ საქართველოში მედიასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას ასე შეშფოთებით? - რადგან ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვინდა, ქართველი ხალხი ჩვენი კავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის. ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების კრიტერიუმები. ეს, პირველ რიგში დამოკიდებულია მმართველი პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკაზე. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენი შეშფოთება ეხება.

მედიის თავისუფლება ხდება საქართველოს ოფიციალური და ჩრდილოვანი ხელმძღვანელობის მსხვერპლი მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც მიმართულია მართლმსაჯულების პოლიტიზირებისკენ. ეს სრულიად მიუღებელია. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოსტ კომუნისტური ქვეყნები მსგავს სიტუაციაში იმყოფებიან. 1997 წელს სლოვაკეთი მოლაპარაკებების დასაწყებად არ მიიწვიეს, ვინაიდან ქვეყნის მაშინდელი პოპულისტი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ მეჩიარი, ქვეყნის დემოკრატიას და მედიის თავისუფლების ღირებულებებს ანადგურებდა. სლოვაკმა ხალხმა ეს პრობლემა გადაჭრა და მეჩიარის მთავრობა აღარ აირჩია. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, ნუ გაიმეორებენ ვლადიმერ მეჩიარის შეცდომებს“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა