მარკეტა გრეგოროვა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე - მედიის თავისუფლების შესახებ ამ ძალიან მნიშვნელოვან და ზუსტ რეზოლუციაში ამის ადგილი არ არის, ამიტომ ჩვენს ჯგუფს ხმის წინააღმდეგ მიცემა მოუწევს

ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ მისი კრემლთან კავშირების მტკიცებულებები და მისთვის შესაძლო სანქციების დაწესება მომავალში შესაძლებელი იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, მედიის თავისუფლების შესახებ რეზოლუციაში, რომლის შესახებაც ევროპარლამენტი დებატები გაიმართა, სანქციებზე საუბრის ადგილი არ არის.

„თუმცა მედიის თავისუფლების შესახებ ამ ძალიან მნიშვნელოვან და ზუსტ რეზოლუციაში ამის ადგილი არ არის. ამიტომ, ჩვენს ჯგუფს ხმის წინააღმდეგ მიცემა მოუწევს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პრობლემა საქართველოში არსებული ბევრი პრობლემის უკან. მინდა, ჩვენმა ქართველმა მეგობრებმა ეს მოისმინონ,“- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა