ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - თუ საქართველო სერიოზულად განიხილავს თავის ევროპულ გზას, ვერ იქნება ადგილი პოლიტიზებული მართლმსაჯულებისთვის და მედიის თავისუფლების დარღვევისთვის

თუ საქართველო სერიოზულად განიხილავს თავის ევროპულ გზას, ვერ იქნება ადგილი პოლიტიზებული მართლმსაჯულებისთვის და მედიის თავისუფლების დარღვევისთვის , - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხს ეხებოდა.

დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ თავისუფალი, მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი საზოგადოებისთვის აუცილებელია, რათა ხელი შეუწყოს და დაიცვას აზრისა და გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის სხვა უფლებები.

მისი თქმით, დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ქვაკუთხეს წარმოადგენს.

„ბატონი გვარამიას წინააღმდეგ განაჩენი გამოტანილია ევროკავშირის არაერთგზის მოწოდების ფონზე, რაც სასამართლო სისტემის შემდგომ რეფორმას შეეხება ნდობის მოპოვებისა და მისი დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ დიდი ხნის წინ აღებული ვალდებულებაა“, - დასძინა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში ჟურნალისტების მიმართ ძალადობის მზარდი რაოდენობა შენიშნა და განაცხადა, რომ ძალადობა და დაშინება არასოდეს არის მისაღები.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დატოვოს ადგილი დაუსჯელობისთვის და დაიწყოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის საქმეების მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება, ასევე მოვუწოდებთ, გააუმჯობესოს ჟურნალისტებისა და მედიის სხვა პროფესიონალების დაცვა, უსაფრთხოება და უფლებამოსილება“, - განაცხადა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მათ მცირე პროგრესი ნახეს 2021 წლის 5 ივლისს, ლგბტ ადამიანებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორის მიმართ გამოძიებისა და სამართლებრივი დევნის კუთხით.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააორმაგოს ძალისხმევა და უზრუნველყოს შეკრების თავისუფლების დაცვა ნებისმიერი სახის სიძულვილითა თუ შეუწყნარებლობით მოტივირებული თავდასხმებისგან“, - აღნიშნა დომბროვსკისმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს