BTU-ში ტექნოლოგიური ტრანსფერის პროგრამა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ამოქმედდება

ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ტრანსფერის პროცესის დანერგვის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციის ფარგლებში შემდეგ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა: ტექნოლოგიების ტრანსფერის მოდელები და პროცესები, აშშ-ის უნივერსიტეტებში ტექნოლოგიური ტრანსფერების ცენტრების მუშაობა და კომერციალიზაცია, ძირითადი ჩართული მხარეები (stakeholders) კვლევის, მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრების ფუნქციონირების პროცესში.

აკადემიური პერსონალისთვის გამართული შეხვედრა აშშ-ის საელჩოს ინიციატივაში – „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“ (UCBP) ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მონაწილეობის შემდეგ საფეხურს წარმოადგენდა.

როგორც ღონისძიების სპიკერი, BTU-ის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების სამსახურის კონსულტანტი მარიამ ქებურია განმარტავს, მან პროგრამის ფარგლებში აშშ-ს უნივერსიტეტებში მიღებული ინფორმაცია უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს გაუზრია.

„აშშ-ის საელჩოს მიერ ინიცირებული პროექტს მიზანი უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერებაა. მასში BTU-თან ერთად ჩართული არიან სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტს ვეწვიეთ სასწავლო ვიზიტით და ტექნოლოგიური ტრანსფერის მოდელებს გავეცანით. სწორედ იქ მიღებული ინფორმაცია და პრეზენტაციები გავუზიარე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა კვლევად არ დარჩეს და შედეგების გამოყენების შესაძლებლობა მოგვეცეს. ამისთვის უნივერსიტეტმა ტექნოლოგიური ტრანსფერის შესაბამისი მოდელი უნდა შეარჩიოს. პრეზენტაციის ფარგლებში გამართული დისკუსიისა და სამომავლო მუშაობის შედეგად ჩვენ შევარჩევთ BTU-თვის შესაბამის ტექნოლოგიური ტრანსფერის მოდელს და განხორციელების შესახებ განაცხადს წარვადგენთ,“ - განაცხადა მარიამ ქებურიამ.

პრეზენტაციის მოდერატორის, BTU-ს კვლევითი ცენტრის დირექტორის ზვიად გაბისონია განმარტებით, დღეს საქართველოში მეცნიერებისა და კვლევების ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ სამეცნიერო კვლევების ტრანსფორმაცია პრაქტიკაში ვერ ხერხდება. სწორედ ამ გამოწვევის დაძლევას ემსახურება მარიამ ქებურიას პრეზენტაციაც.

„პრეზენტაცია აშშ-ის უნივერსიტეტებში ტექნოლოგიური ტრანსფერების ცენტრების საქმიანობას ეხებოდა. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში გამოგონებების და კვლევების შედეგების კომერციალიზაცია და შემდგომი ტექნოლოგიური ტრანსფერები ვერ ხერხდება. ამ მხრივ, მსოფლიოში მოწინავე ქვეყანა არის აშშ. ჩვენც სწორედ აშშ-ის უნივერსიტეტებში ტექნოლოგიური ტრანსფერის მოდელებისა და პროცესის შესახებ ინფორმაციას გავეცანით. ამ მიმართულებით განვითარების შემდეგი ეტაპი BTU-ს კვლევების შედეგების პრაქტიკაში ადაპტაცია იქნება,“ - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ორგანიზატორების განმარტებით, ამ მიმართულებით განვითარება დღეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან საქართველოს მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა გამოყენებითი კვლევების გაძლიერებაა. დღეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს აქვს შანსი, გახდეს ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი საქართველოში კვლევების კომერციალიზაციისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის დანერგვის სფეროში.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა