ევროპარლამენტის ჯგუფების ლიდერები ევროპულ საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტში დაამტკიცეს ევროპარლამენტის ჯგუფების ლიდერების განცხადება, რომელიც ევროპულ საბჭოს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ, ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მივმართავთ სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების 23-24 ივნისის შეხვედრას, მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა, სიმტკიცე და ხედვა ჩვენი ევროპელი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიული ომისა და გაუარესებული საერთაშორისო გარემოს კონტექსტში. ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს, სოლიდარობის გამოხატვით მათ მიმართ, ვინც მხარს უჭერს იგივე იდეალებს.

უკრაინის მოქალაქეებს სურთ იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც არის ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრი. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ამ მისწრაფებებს იზიარებენ ქართველი და მოლდოველი ხალხი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, რომელთა მოლოდინი არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ მოგმართავთ, რომ მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და როგორც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი და იმუშავოთ იმავე სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების ასასრულებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება