აკაკი მინაშვილი - მთავარი მიზანი უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება, რაც შეიძლება მალე

ჩვენი მოქალაქეების მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ ხელისუფლების ცვლილება, რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით, „ქართულ ოცნებას“ ამ პერიოდის განმავლობაში, ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო ნაბიჯი არ გადაუდგამს.

მინაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე.

„ქართულ ოცნებას“ არ აქვს ნება რაიმე სასიკეთო და კომპრომისული ნაბიჯი გადადგას. ბიძინა ივანიშვილს და კობახიძე-ღარიბაშვილის პატარა ჯგუფს არ აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს დემოკრატია, რადგან დემოკრატიის პირობებში, ისინი ძალაუფლებას და ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებენ. ამიტომ, ჩვენი მოქალაქეების მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ ხელისუფლების ცვლილება, რაც შეიძლება მალე. [2024 წლამდე] ამდენი დრო არ არის. ფორსირებულად მოქმედებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. კონკრეტულ თარიღს ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს არჩევნები, მშვიდობიანი გზით“, -აღნიშნა მან.

მისივე განცხადებით, აღნიშნულის განსახორციელებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა გეგმაზე ფიქრობს და მუშაობს.

აკაკი მინაშვილის შეფასებითვე, „ოპოზიციური პარტიები მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ ევროკავშირის სტატუსი მიიღოს და „ქართული ოცნება“ მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად დისტანცირება მოხდეს ევროკავშირისგან“.

კითხვაზე, საქართველოს მოსახლეობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ირჩევდა თუ არა „რუსულ პროექტს“, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, მინაშვილმა აღნიშნა, რომ წინა არჩევნების დროს, არსებობდა განსხვავებული აზრი, თუმცა, დღეს მდგომარეობა შეცვლილია.

„ჩვენ მაშინაც არ გვჯეროდა, მაგრამ განსხვავებული აზრი ჰქონდა ჩვენს მოსახლეობის უმრავლესობას და ამიტომ წავაგეთ ის არჩევნები. სინამდვილეში, ვითარება შეიცვალა და ამას ყველა ძალიან კარგად ხედავს. ახლა ბევრი ის ადამიანი, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, დღეს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. ყველამ დაინახა, რამდენად ახლო და ხელშესახებია რისკი იმისა, რომ ამ რკინის ფარდის, რუსულ და ბელორუსულ მხარეს დავრჩეთ, ისე მოქმედებს ეს ხელისუფლება“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა