ვიოლა ფონ კრამონი - ჯერ კიდევ რჩება დრო, ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ - ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია

ჩვენ საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ , - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კმარონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

„შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, - მოუწოდა კრამონმა ქართველ პოლიტიკოსებს.

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 308 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია