ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს ფრონტზე არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირში ინტეგრაციაზე ესაუბრა

მორიგი სატელეფონო საუბარი მქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ინფორმაცია მივაწოდე ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ- ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა.
ლიდერებმა უკრაინის თავდაცვის შემდგომი მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა განიხილეს.
ზელენსკის თქმით, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციას.
„ჩვენ ნაბიჯების კოორდინაციას ვახდენთ“- განაცხადა უკრაინის პირველმა პირმა.

























