უკრაინის ვიცე-პრემიერი - ევროკავშირის სამ ძირითად ქვეყანას, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ სურს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა აცხადებს, რომ ევროკავშირში არის შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინისთვის სხვა ფორმატების და არა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრობს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ევროკავშირის შვიდმა ქვეყანამ წარადგინა წინადადებები სხვა ფორმატზე, სთავაზობდა ექსტრაკანდიდატობას ან კანდიდატობას პირობებით. იყო ბევრი განსხვავებული წინადადება, მაგრამ, ფაქტობრივად, არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც დღეს უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთება არ სურს “, - განაცხადა ოლჰა სტეფანიშინამ.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნული ქვეყნები არ დაასახელა.

საუბარია ევროკავშირის ლიდერების 23-24 ივნისის სამიტზე, სადაც მათ შესაძლოა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღონ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა