შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თურქეთთან მოლაპარაკებებში კონსტრუქციული პროგრესის მიღწევა გვსურს

შვედეთი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თურქეთთან მოლაპარაკებებში კონსტრუქციული პროგრესის მიღწევას ისახავს მიზნად. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი” აქვეყნებს.

“ჩვენმა განაცხადმა ფართო მხარდაჭერა მიიღო ნატო-ს წევრებს შორის. ჩვენი ამბიციაა, კონსტრუქციული სულისკვეთებით, მივაღწიოთ პროგრესს იმ საკითხებზე, რომლებიც თურქეთმა წამოაყენა“, - დასძინა შვედეთის პირველმა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ოფიციალურად 18 მაისს წარადგინეს. სამხედრო ალიანსში მისაღებად, 30-ვე წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა, თურქეთი ორივე სკანდინავიური ქვეყნის წევრობას ეწინააღმდეგება და მათ „ქურთისტანის მუშათა პარტიის" მფარველობაში ადანაშაულებს. შვედეთი და ფინეთი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფენ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 27.06.2022
სოფიო გრაკალიშვილი - მომხმარებელს ვურჩევდი დეტალურად შეადაროს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა
კახა ოქრიაშვილი - ივანიშვილის ღარიბაშვილი ქართველი ხალხის 90%-ს დესტრუქციულ ძალას უწოდებს!
საერთაშორისო ფორვარდინგული კომპანია "ტეპკო" განცხადებას ავრცელებს
„მაგნიტის“ მეხუთე გათამაშებაში მოგებული 100 000 ლარი - რა გეგმები აქვს გამარჯვებულ ოჯახს
Bitnet – კრიპტო სტარტაპი, რომელმაც საერთაშორისო დაფინანსება მოიპოვა
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
„სილქ როუდ ჯგუფი“ ბიზნესმენ ლევან კაჭარავას გარდაცვალებას ეხმაურება
პირველი კრიპტო POS-ტერმინალი საქართველოშია