შვედეთის ელჩი - სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი

შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად... შვედეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.

ულრიკ ტიდესტრომმა კომიტეტის სხდომაზე შვედეთის საგარეო პოლიტიკასა და საქართველოსთან ურთიერთობაზე ისაუბრა.

„სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი. გასული ორი ათწლეულის მანძილზე ფინანსურად თუ პოლიტიკურად ვმონაწილეობდით თქვენს განვითარებაში. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩართულობის დონეც ასევე მნიშვნელოვანია. შვედეთისთვის აქ ორი ნიუანსია - პირველი - უპირობო დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, რათა საქართველომ აირჩიოს უფლება მისი მომავალი შეარჩიოს და შემდეგ გადაუწყვეტელი კონფლიქტები საერთაშორისო მასშტაბზე გამოტანა, საქართველოს მეგობრებთან ამის განხილვა.

შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად. ჩვენ წამოვიწყეთ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებით დაბოლოვდა საქართველოსთვის. ასევე გავზარდეთ ჩვენი მხარდაჭერა 20-ზე მეტი წლის მანძილზე საქართველოში. რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით შვედები ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში. ჩვენ ორმხრივად დავაბანდეთ მილიონობით ლარი სხვადასხვა განვითარების პროგრამებსა და პროექტებში. ჩვენ ორმხრივ ურთიერთობებს უფრო ვაძლიერებთ, გვაქვს ახალი სტრატეგია 2027 წლამდე ჩვენი რეფორმების მხარდაჭერასთან მიმართებაში. ჩვენი ყურადღებისა და ფოკუსის ქვეშ ვამყოფებთ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ღირებულებებს. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ინტეგრაცია ევროკავშირთან. ეს ყველაფერი უკავშირდება ევროინტეგრაციის რეფორმებს და საქართველოს განვითარებას ამ მიმართულებით. შვედეთი კვლავ გააგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას“, - განაცხადა ულრიკ ტიდესტრომმა.

საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომა ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს