მედია - ევროპული კომისია უკრაინის განაცხადთან დაკავშირებით დასკვნას 17 ივნისს წარადგენს

ევროპული კომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას, მომავალ კვირას გასცემს, რაც მთავარი ნაბიჯია ევროკავშირში გაწევრიანების გრძელ გზაზე, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპული კომისია დასკვნას, სავარაუდოდ, 17 ივნისს წარადგენს.

გამოცემა წერს, რომ ევროპული კომისიის საბოლოო დასკვნა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის დადებითი იქნება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან დამტკიცებას მოითხოვს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ოფიციალურად მიიღოს. ბლოკის ლიდერები 23-24 ივნისს ბრიუსელში შეხვედრას მართავენ, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, რამდენიმე ქვეყანამ განაცხადა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ამ ნაბიჯს და აცხადებენ, რომ არ შეიძლება უკრაინას სხვა აპლიკანტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს.

გამოცემა წერს, რომ ზოგიერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის ნიდერლანდები, ჯერჯერობით ეწინააღმდეგება კიევის წინადადების მხარდაჭერას, ხოლო უმრავლესობა, მათ შორის იტალია, ამის მომხრეა.

ამასთან, ქვეყნებმა, მათ შორის პოლონეთმა, ლიეტუვამ და ირლანდიამ ევროკავშირის ელჩების ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ მათ სურთ ევროკავშირის ლიდერებმა მკაფიო შედეგთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. ესტონეთმა კი ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, უკრაინისთვის იმედის მიცემა.

წყაროს ცნობით, გერმანიამ განაცხადა, რომ შედეგი შეიძლება იყოს პირობითი კანდიდატის სტატუსი.

ამასთან, Bloomberg-ი წერს, რომ მისთვის ცნობილი გახდა დიპლომატიური ნოტის შინაარსი, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინა საკმარისად არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს იმ ინსტიტუტების დასაცავად, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას და კიევს დასჭირდება „არსებითად გააუმჯობესოს თავისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო“, რათა მიაღწიოს პროგრესს ყველა ამ სფეროში.

Bloomberg-ი წერს, რომ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ოფიციალურად დაიწყება ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა. ხორვატია იყო უკანასკნელი ქვეყანა, რომელიც ბლოკს შეუერთდა და მისი განაცხადის პროცესი 10 წელს გაგრძელდა, სანამ ის 2013 წელს ოფიციალურად მიიღეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო