გრიგოლ ვაშაძე - ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სახელმწიფოსთვის არაფერი მოაქვს, კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არასდროს არაფერი ჰკითხოთ

ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სახელმწიფოსთვის არაფერი მოაქვს, ის ადამიანი კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არასდროს არაფერი ჰკითხოთ - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო წვდომას იღებს უზარმაზარ ფინანსურ რესურსებზე, რომელიც ევროკავშირშია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის შეფასებით, უკეთეს შემთხვევაში საქართველო სტატუსის ალბანურ ვარიანტს მიიღებს.

„არ ვიცი, რა გადაწონის. თუ ევროპის კავშირი საქართველოს მოქალაქეს და ჩვენს ერს შეხედავს, მაშინ ჩვენ ეს სტატუსი უნდა მივიღოთ. თუ ჩათვლის, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო არ იმსახურებს არანაირ ევროპულ პერსპექტივას, მაშინ უარს გვეტყვიან. ჩემს მოლოდინს გეტყვით - უკეთეს შემთხვევაში ალბანურ ვარიანტს მივიღებთ, როცა პირდაპირ სიას გამოგვიწერენ თარიღებით და გვეტყვიან - ეს, ეს და ეს არის გასაკეთებელი, თუ ევროპულ ოჯახში დაბრუნება გნებავთ, როგორც ამას ამდენი წელი ამტკიცებდით“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას