ლიზ ტრასმა და დმიტრო კულებამ რუსეთის მიერ დაკავებული სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხი განიხილეს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი თავის უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. მათ რუსეთის მიერ დაკავებული სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.
„სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევაა“, - აღნიშნა ბრიტანეთის პირველმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას პუტინის „ბარბაროსული შეჭრის წინააღმდეგ“.

























