მარია ზახაროვა ე.წ. დონეცკის სასამართლოს მიერ სიკვდილმისჯილ სამხედროებზე - ლონდონს ვურჩევთ, შესაბამისი მოთხოვნები დონეცკის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს გაუგზავნოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მიერ ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენზე ბრიტანეთის რეაქციას „ისტერიულს“ უწოდებს.

მისი თქმით, როგორც გაერთიანებულმა სამეფომ, ასევე მაროკომ თავიანთ მოქალაქეებთან დაკავშირებით ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ კომპეტენტურ სამსახურებს უნდა მიმართონ.

„რაც შეეხება კონკრეტულ დატყვევებულ ბრიტანეთის მოქალაქეებს, ლონდონს ვურჩევთ, გაუგზავნოს შესაბამისი მოთხოვნები დონეცკის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. ეს, რა თქმა უნდა, ეხება მაროკოდან დაქირავებულ მებრძოლსაც“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლომ ბრიტანეთის ორ მოქალაქესა და მაროკოს ერთ მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ე.წ. სასამართლომ სამივე უცხოელი სამხედრო „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გაასამართლა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ყალბი განაჩენით შეძრწუნებულია. მან მინისტრებს დაავალა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ბრიტანეთის მოქალაქეები თავიანთ ოჯახებს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს