მედია - კიევის აღების შემთხვევაში, რუსეთი უკრაინელებისთვის სსრკ-ის პასპორტების დარიგებას გეგმავდა

კიევის ოლქში რუსი ოკუპანტები მოსახლეობისთვის სსრკ-ის პერიოდის პასპორტების დარიგებას გეგმავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომელიც სამხედრო კონტრდაზვერვამ მიიღო დამპყრობლების პოზიციებზე. გარდა ამისა, ამას ადასტურებს დამპყრობლების ქცევა უკრაინის იმ ნაწილებში, რომლებიც ახლა დროებით მათი ოკუპაციის ქვეშ არიან.

„კიევის ოლქის აღების შემთხვევაში რუსი დამპყრობლები გეგმავდნენ საოკუპაციო ადმინისტრაციის შექმნას და ფსევდორეფერენდუმის მოწყობას ადგილობრივი რესპუბლიკის გამოცხადებისთვის. მათ სურდათ ყველა მცხოვრებლის აღრიცხვა და უკრაინული დოკუმენტების სანაცვლოდ სსრკ-ის პასპორტების გაცემა - სულ მცირე, რუსეთის ფედერაციის დოკუმენტების გაცემამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ქალაქ მაკაროვის მახლობლად ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, მტრის საცავი აღმოაჩინეს, სადაც ყოფილი სსრკ-ის ასობით შეუვსებელი პასპორტი ინახებოდა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები