მაია ბითაძემ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან (KfW) ახალი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (KfW) შორის ახალი საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში" ითვალისწინებს 24 მლნ. ევრომდე მოცულობის გრანტის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება დაცული ტერიტორიების შექმნისა და გაფართოების ხელშეწყობას, ასევე, აჭარის სატყეო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას მომდევნო 6 წლის განმავლობაში.

„ეს ექვსწლიანი ახალი პროგრამა არის უმნიშვნელოვანესი ახალი ეტაპი იმისთვის, რომ საქართველოში ბიომრავალფეროვნების დაცვის სტანდარტები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპულ და თანამედროვე სტანდარტებს. უმნიშვნელოვანესია ყველა ღონისძიება, რომელიც პროექტით არის გაწერილი და უმნიშვნელოვანესია ის, რომ ამგვარი პროექტებით ქართული მხარე იზიარებს ევროპულ და რაც ყველაზე მთავარია, გერმანულ გამოცდილებას, თუ როგორ უნდა იმართოს დაცული ტერიტორიები, სატყეო მიმართულება და ბიომრავალფეროვნება როგორ უნდა იქნეს დაცული. როგორ უნდა მოხდეს რიგ შემთხვევაში მისი კონსერვაცია. მადლობა გერმანიის მთავრობას, იმ არაერთი დახმარებისთვის, რომელსაც ისინი გვიწევენ საქართველოში ბიომრავალფეროვნების, დაცული ტერიტორიების და სატყეო სექტორის განვითარების კუთხით", - განაცხადა მაია ბითაძემ.

მათივე ცნობით, ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) საქართველოს პორთფელის წამყვანი მენეჯერი ფრენკ მორში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს