გერმანიაში 34 წლის მამაკაცმა სასწავლებელში ოთხი ადამიანი დაჭრა

დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰამაში, დანით შეიარაღებულმა 34 წლის მამაკაცმა ერთ-ერთი სასწავლებლის დერეფანში ოთხი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

მას შემდეგ, რაც ის აუდიტორიაში შევიდა, რამდენიმე სტუდენტმა მისი დაკავება მოახერხა, რომელიც შემდეგ ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს.

სამართალდამცავებმა სპეცდანიშნულების რაზმის მონაწილეობით სასწავლებელი შეამოწმეს. დამნაშავემ განაცხადა, რომ ის მარტო მოქმედებდა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს. რა მოტივი უძღოდა დანაშაულის ჩადენას, უცნობია.

რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან სამი ქალი და ერთი მამაკაცია. ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში