გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ სერბეთის პრეზიდენტს სთხოვა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მან სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს სთხოვა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, შოლცი დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმყოფებოდა, რათა ქვეყნის პრეზიდენტს შეხვედროდა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას შოლცმა აღნიშნა, რომ თუკი სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, სანქციებთან შეერთება მნიშვნელოვანია. აღნიშნულის საპასუხოდ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ სერბეთსა და რუსეთს ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობები, რომელიც მრავალი წლით თარიღდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს