ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის წევრობის შესახებ განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე - აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი?

უკრაინის წევრობის შესახებ განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს კითხვაზე დადებითი პასუხი - აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მყოფ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამიზნე არის სრულიად ევროპა, სადაც "უკრაინა მხოლოდ პირველი ეტაპია".

“ეს ნამდვილად გადამწყვეტი დროა. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. ახლა დგინდება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი და ზოგადად, იქნება თუ არა ეს მომავალი. რუსეთს სურს, რომ ევროპული ერთიანობა გაანადგუროს, მას სურს, რომ ევროპა დაყოფილი და სუსტი დატოვოს. მთელი ევროპა რუსეთის სამიზნეა, ამ აგრესიაში კი - უკრაინა მხოლოდ პირველი ეტაპია. სწორედ ამიტომ, უკრაინის წევრობის შესახებ განაცხადზე ევროკავშირის დადებითი პასუხი, შეიძლება იყოს დადებითი პასუხი კითხვაზე - აქვს თუ არა ევროპულ პროექტს მომავალი?" - განაცხადა ზელენსკიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა