ირანმა და ვენესუელამ 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერეს

ნავთობის უმსხვილესმა მწარმოებლებმა, ირანმა და ვენესუელამ თეირანში, 20-წლიანი თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერეს.

ქვეყნები აშშ-ის სანქციებს ებრძვიან, რომლებიც მათი ნავთობის ექსპორტს აფერხებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ხელმოწერის ცერემონიას ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და მისი ვენესუელელი კოლეგა ნიკოლას მადურო ესწრებოდნენ. აღნიშნული თანამშრომლობის გეგმა ნავთობის, ნავთობქიმიკატების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას მოიცავს. გეგმას ხელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს