ჩრდილოეთ იტალიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნიდან 2 დღის შემდეგ, 7 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ იტალიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნიდან 2 დღის შემდეგ, 7 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ჩრდილოეთ იტალიაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნიდან 2 დღის შემდეგ, 7 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დასავლურ მედიაში ვრცელდება.

ეროვნული ალპური კლდეებისა და გამოქვაბულების სამაშველო კორპუსის (CNSAS) ცნობით, თავდაპირველად 5 ცხედარი იპოვეს, ბორტზე მყოფი კიდევ ორი ადამიანის ცხედარი კი დღეს აღმოაჩინეს.

„ვერტმფრენი, რომელიც 9 ივნისს უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ლუკას აეროპორტიდან 7 მგზავრით აფრინდა და დღეს, განადგურებული იპოვეს", - განაცხადა სააგენტოში.

მედიის ცნობით, ცხედრები აპენინებზე, ემილია-რომანიას ჩრდილოეთ რეგიონში, ტოსკანიდან რამდენიმე კილომეტრში იპოვეს.