სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-11 გამოშვება დასრულდა

თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

უწყების ცნობით, სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილეს სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებული ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე.

მათი თქმით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, პროფესიონალი და მოტივირებული ოფიცრები კი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ ინსტრუქტორებს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

„ღონისძიება კურსდამთავრებულებისთვის დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით გაგრძელდა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ოდილავაძე თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით - GLOCK ტიპის პისტოლეტით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიას, თავდაცვის მენეჯმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ.

სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. დაარსების დღიდან სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდა, რომლის ძირითადი მიზანია სამხედრო პროფესიული განათლების ერთ სისტემაში მოქცევა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე