საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.

მედიის წინასწარი პროგნოზით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ კოალიციას უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს, თუმცა ის მემარცხენე პარტიების ალიანსის - სოციალისტების, მწვანეების, კომუნისტებისა და „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ პარტიების მხრიდან მკაცრ კონკურენციას განიცდის.

კენჭისყრა ქვეყნის მასშტაბით დღეს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე დაიწყო.

577 ადგილიან ეროვნული ასამბლეის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება თითქმის 49 მილიონ მოქალაქეს აქვს. აბსოლუტური უმრავლესობისთვის 289 მანდატია საჭირო.

პირველ ტურში, საკანონმდებლო ორგანოში ადგილების მოსაპოვებლად 6293 კანდიდატი იბრძვის.

არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.

მეორე ტურში გასვლა შეუძლია ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მინიმუმ 12,5%-ის მხარდაჭერას მოიპოვებს.