ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა

ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზე იმყოფება 23-24 ივნისის სამიტის წინ, რომელზეც განიხილავენ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, შეგვეძლება თქმა, რომ სწორად მოვიქეცით“, - განაცხადა ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ.

მისი თქმით, გამოწვევა იქნება ევროკავშირის სამიტიდან გამოსვლა ერთიანი პოზიციით, რომელიც ასახავს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ ბევრიც გასაკეთებელი აქვს.

„ჩვენ რეკომენდაციაში ეს ყურადღებით იქნება ასახული“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა