უკრაინა აცხადებს, რომ მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ორი მარშრუტი დაამტკიცა, თუმცა დაბრკოლებებმა მიწოდების ჯაჭვი შეანელა

უკრაინა აცხადებს, რომ მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ორი მარშრუტი დაამტკიცა, თუმცა დაბრკოლებებმა მიწოდების ჯაჭვი შეანელა

უკრაინამ, მარცვლეულის ექსპორტისა და გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, პოლონეთისა და რუმინეთის გავლით, ორი მარშრუტი დაამტკიცა, თუმცა დაბრკოლებებმა მიწოდების ჯაჭვი შეანელა. ამის შესახებ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დიმიტრო სენიკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება საფრთხეშია, რადგან რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ოფიციალურ კიევს შავი ზღვით მარცვლეულის ექსპორტი შეუჩერა, რამაც ფართო დეფიციტი და ფასების ზრდა გამოიწვია.

როგორც სენიკიმ აღნიშნა, საკვების ექსპორტისთვის მესამე დერეფნის დამატებაზე, უკრაინა მოლაპარაკებებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან აწარმოებდა.

მან დეტალები არ დააკონკრეტა, ამ მარშრუტებით თუ რა ოდენობის მარცვალი გავიდა უკვე ან გავა სამომავლოდ.

შეგახსენებთ, უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უმსხვილესი მარცვლეულის ექსპორტიორია. კიევი აცხადებს, რომ დაახლოებით 30 მილიონი ტონა მარცვლეული უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ინახება, რომლის ექსპორტსაც ის სახმელეთო და სარკინიგზო გზებით, ისევე როგორც მდინარით ცდილობს.