იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თურქეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება, რომელიც თურქეთს აქვს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე, ლეგიტიმურია. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთში ვიზიტისას განაცხადა.

"ეს არის ლეგიტიმური შეშფოთება. ეს ეხება ტერორიზმს, ეს ეხება იარაღის ექსპორტს", - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთი ალიანსის მთავარი მოკავშირეა მისი სტრატეგიული მდებარეობის გამო შავ ზღვაზე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს და გავიგოთ, რომ ნატოს არცერთ მოკავშირეს არ განუცდია იმაზე მეტი ტერორისტული თავდასხმა, ვიდრე თურქეთს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ არ დაუკონკრეტებია.

შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე გასულ თვეში განაცხადეს, მაგრამ ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ თურქეთისგან, რომელიც მათ ქურთი ბოევიკებისა და სხვა ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები