წინასწარი პროგნოზით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ცენტრისტების ბლოკს და მემარცხენეების კოალიციას თითქმის იდენტური შედეგები აქვთ

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის ცენტრისტების ბლოკმა "მემარცხენეების" კოალიციას, რომელსაც ჟან-ლუკ მელენ შონი ხელმძღვანელობს, მცირედით გაუსწრო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, Ensemble-მა ხმების 25.75% მიიღო, "მემარცხენე ალიანსმა" კი - 25.66%.
მანამდე გავრცელებული Ipsos-Sopra Steria-ს პროგნოზით კი, "მემარცხენეების" კოალიციამ არჩევნებში ხმების 25.6%-ი მიიღო, პრეზიდენტის ცენტრისტულმა ალიანსმა კი 25.2%-ი მოიპოვა.
მედიის ინფორმაციით, კამპანიის ბოლო კვირა დაიწყება ორშაბათს მეორე ტურამდე. მაკრონის ცენტრისტებს წინსვლის იმედი აქვთ, მაგრამ გაურკვევლობის წინაშე დგანან, შეუძლიათ თუ არა მოიპოვონ პარლამენტში მანდატების გადამწყვეტი უმრავლესობა.

























