ირაკლი ღარიბაშვილი - რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, რადგან იქნებოდა ომში ჩართული - აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს

მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით ყველა მიმართულებით, ყველამ კარგად იცის და რაც მთავარია, ეს იცის ყველა ევროპელმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებზე, რომლებშიც, მისი თქმით, ქვეყნის მმართველობის სისტემა, მედიათავისუფლება და სხვა კრიტერიუმები არის შეფასებული.

„იმ რეიტინგებს, რომელსაც ჩვენ გვიწერენ, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს, ხომ ვერ შემახსენებდით? ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები და აფასებენ ქვეყნის მიღწევებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მიღწევების მიხედვით ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე და არამხოლოდ. მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით. თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზე არის საუბარი? ე.ი. ამბობენ, რომ განცდა აქვთ, თითქოს აქ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია. თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა. „ევროპულ სახალხო პარტიას“ მინდა შევახსენო, რომ 2012 წლამდე მათი შვილობილი თუ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს ქვეყანაში დემოკრატიის არავითარი ნიშან-წყარო არ არსებობდა, არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები ზეწოლის ქვეშ იყვნენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ახსენა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი.

„რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, რადგან იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟეს და სისულელეს? რაც გააკეთეს 2008 წელს - ჩვენ გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა და განადგურდა? დავკარგეთ ტერიტორიები, 100-ზე მეტი სოფელი და ათიათასობით დევნილი მივიღეთ ჩვენსავე ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა