თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე ახალი გაზსადენის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მივაღწიეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სტადიას შავ ზღვაში გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით. 2023 წლის პირველ კვარტალში ჩვენი ეროვნული გაზის ტრანსპორტირების სისტემაში 10 მილიონი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი გაზი გაეშვება. იმედი გვაქვს, რომ საქარიას გაზის საბადო მოპოვების პიკს 2026 წელს მიაღწევს“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, გაზის საბადოს გახსნა შავ ზღვაში ისტორიული მოვლენაა, რომელიც მთლიანად შიდა რესურსებით ხორციელდება.

„ენერგეტიკას ჩვენ განვიხილავთ როგორც რეგიონალური თანამშრომლობის გასაღებს და არა როგორც არენას, დაძაბულობისა და წინააღმდეგობისთვის“ , - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის საბადოს აღმოჩენის შესახებ განცხადება 2020 წლის 21 აგვისტოს გააკეთა. 2023 წლისთვის ხელისუფლება აირის მიწოდებას შიდა ბაზარზე გეგმავს. ერდოღანმა მაშინ აღნიშნა, რომ საქარიას საბადოზე 405 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის ბუნებრივი აირის მარაგია.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს